ფრაქცია „ქართული ოცნება“ უმრავლესობის ლიდერის პოსტზე მმართველ გუნდს დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურას წარუდგენს.
როგორც „ჯი-ეჩ-ენ“-ს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ განუცხადა, „ქართული ოცნების“ ფრაქციის სხდომაზე ფორმის დადგენა მოხდა, თუ როგორ მოხდება უმრავლესობის ლიდერის წარდგენა.
„ყველაზე სწორ ფორმად ჩავთვალეთ, რომ ფრაქცია კვაჭანტირაძის კანდიდატურას უმრავლესობას წარუდგენს, უმრავლესობა კი, გადაწყვეტილებას კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღებს“, - დასძინა კვაჭანტირაძემ.
უმრავლესობის ლიდერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც დავით საგანელიძე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა.