სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელ ქადაგებაზე ბრძანა, რომ თანამედროვე ადამიანი ვერ იტანს ავტორიტეტებს და ამით საყრდენი აღარ აქვს ხალხს. მისი თქმით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ თანამედროვე ადამიანი სულიერად დაავადებულია.
"როგორც ამბობს ერთი დიდი მეცნიერი, ფილოსოფოსები აღარ გვყავს, რომ განსაჯონ, გააანალიზონ წარსული, აწმყო და მომავალი. დაგვრჩნენ მხოლოდ კრიტიკოსები, რომლებიც აკრიტიკებენ ყველაფერს. აკრიტიკებენ ეკლესიას, მთავრობას, ხალხს, მეცნიერებს. საოცარი კიდევ ის არის, რომ თანამედროვე ადამიანი ვერ იტანს ავტორიტეტებს და ამით საყრდენი აღარ აქვს ხალხს. აღარ არის მაგალითი. ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ სულიერად დაავადებულია თანამედროვე ადამიანი", - აღნიშნა პატრიარქმა.