ხვალ რომ საპარალამეტო არჩევნები ტარდებოდეს ამომრჩეველის 15% ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო 14% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას. ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ დემოკრატიული პარტიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.
ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატიების მხარდაჭერას აპირებს გამოკითხულთა 5%. 5% უჭერს მხარს პატრიოტთა ალიანსს, ლეობორისტულ პარტიას ხმას მისცემდა გამოკითხულთა 4%, ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებულ ოპოზიციას 3%, სხვა - 2%,
გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, იმ რესპოდენტების 31%-მა, რომლებიც ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს და მასში მონაწილეობას აპირებენ, არ იცის ვის მისცემდა ხმას.
პასუხზე უარი განაცხადა გამოკითხულთა 11%-მა, 10% კი არც ერთ პარტიას არ აძლევს ხმას.
კვლევა 8 აგვისტოდან - 10 სექტემბრამდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).