ქუთაისის მოსახლეობის 62% და თბილისის 56% დარწმუნებულია, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით. ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ დემოკრატიული პარტიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.
ბათუმში ანალოგიურად ფიქრობს რესპოდენტების 42%, ზუგდიდში 39%, თელავში ეს მაჩვენებელი 43%-ია, გურჯაანში 42%, მცხეთაში 52%, ოზურგეთში 31%, ახალციხეში 51%.
დასახლებების მიხედვით ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე ყველაზე ნაკლებ სარგებელს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით ელიან გორში - 37% და ოზურგეთში -31%.
რესპოდენტების 31% გორში მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციაზე. იგივე აზრისაა გამოკითხული მოსახლეობის 25% თბილისში, 24-24% ბათუმსა და ზუგდიდში, თელავში - 25%, გურჯაანში 32%, მცხეთაში 26%, ოზურგეთში 30%, ახალციხეში 28%. ხოლო ყველაზე მცირე რაოდენობა - 20%, ანალოგიურად ფიქრობს ქუთაისში.
კვლევა 8 აგვისტოდან - 10 სექტემბრამდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).