საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი (48%) მიიჩნევს, რომ რუსეთს საქართველოზე დიდი გავლენა აქვს. ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ დემოკრატიული პარტიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.
კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპოდენტების 21% მიიჩნევს, რომ რუსეთს საქართველოზე საშუალო პოლიტიკური გავლენა აქვს. მცირე/არანაირ პოლიტიკურ გავლენაზე საუბრობს 16%, ხოლო 14% აცხადევს, რომ „არ იცის“ როგორი გავლენა აქვს რუსეთს საქართველოზე.
2015 წლის აპრილში ჩათარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 80%-მა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს საქართველოზე გავლენა და გამოკითხულთაგან 70%-მა აღნიშნა, რომ ეს გავლენა ნეგატიურია.
რაც შეეხება რუსეთის ეკონომიკურ გავლენას, რესპოდენტების 31% მიიჩნევს, რომ დიდი გავლენაა, 27% საშუალო გავლენაზე საუბრობს, ხოლო ასევე 27% მცირე/ არანაირ გავლენაზე.
რუსეთის კულტურული გავლენის თვალსაზრისით 13% მიიჩნევს, რომ ეს გავლენა დიდია, 26%-ის აზრით გავლენა საშუალოა, ხოლო 43% თვლის რომ მცირე/არანაირი გავლენაა.
რუსეთის დიდ გავლენაზე საქართველოს მართლმადიდებულ ეკლესიაზე საუბრობს გამოკითხულთა 11%, 16% მიიჩნევს რომ გავლენა საშუალოა, 50% კი მიიჩნევს, რომ რუსეთს მართლმადიდებულ ეკლესიაზე მცირე/არანაირი გავლენა აქვს.
კვლევა 8 აგვისტოდან - 10 სექტემბრამდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).