კითხვაზე “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას”, გამოკითხულთა 59%–მა განაცხადა, რომ მას არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვისზე გააკეთებს არჩევანს. გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული იმ ადამიანების 41%–საც, რომლებიც ამბობენ, რომ აუცილებლად წავიდოდნენ არჩევნებზე ხმის მისაცემად. მათ შორის ვინც ამბობს, რომ აუცილებლად წავიდოდა ხმის მისაცემად ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, 15%-მა თქვა, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დაუჭერდა მხარს, 14% კი – კოალიცია ქართულ ოცნებას.
გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კვლავაც არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რომელ პარტიას უჭერს მხარს. კითხვაზე რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, 35%– მა განაცხადა “არ ვიცი”, 14%–მა – “არც ერთი პარტია”, 13%–მა კი – “უარი პასუხზე”.
„დღეს პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობების დიდი არეალი აქვთ, რადგან არცერთი პარტია არ ფლობს ძლიერ უპირატესობას. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის ანიჭებს უპირატესობას. ეს თითოეულ პარტიას აძლევს საშუალებას, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი წელიწადი დაუთმოს მოქალაქეეების მზარდაჭერის მოპოვებას, მათ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის გატარებით,“ – განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს დირექტორმა.
კვლევა 8 აგვისტოდან - 10 სექტემბრამდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC