საქართველოს მოსახლეობის 14%-ი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტიაა, 13% კი ასეთ პოლიტიკურ ძალად “ ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ ასახელებს.
კვლევის შედეგების მიხედვით, ირაკლი ალასანია–თავისუფალ დემოკრატებსა და პატრიოტთა ალიანსს 4–4%-იანი მხარდაჭერა აქვთ.
როგორც კვლ;ევაშია აღნიშნული „ირაკლი ალასანია–თავისუფალი დემოკრატები“ დასახელდა, როგორც ყველაზე პოპულარული მეორე არჩევანი.
კვლევა 8 აგვისტოდან - 10 სექტემბრამდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).