ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გივი თარგამაძე, ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ურჩევს დაფიქრდეს, შეძლებს თუ არა ამჟამინდელი რეიტინგით, „რუსთავი 2"-თან წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების მიღწევას.
თარგამაძის განცხადებით ბიძინა ივანიშვილის სიცრუის მასშტაბებმა და უტიფრობამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
„მონურ მორჩილებაში გაქვავებულ უმრავლესობასთან დავას აზრი არ აქვს, ამიტომ მივმართავ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს - გამოჩნდით თუ არა პოლიტიკაში, მივხვდი, რომ თქვენი თითოეული მოქმედება სიცრუეზე იქნებოდა დაფუძნებული, რადგან კარგად ვიცნობ რუს ოლიგარქთა მოდგომას. მაგრამ ამ სიცრუის მასშტაბებმა და უტიფრობამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. დღეს თქვენ ხართ შიშველი, თუ თქვენ პირველ წელს მოახერხეთ და ადამიანებს ყველაფერს შეჰპირდით და შემდგომ ისე გაიარეთ, რომ ამაზე არავინ პასუხი არ მოგთხოვათ, დღეს ხალხი მიხვდა, ვინ ხართ და ვეღარ ამოეფარებით საცოდავ ღარიბაშვილს ან ვინმე ფიგურას, რომელიც პასუხისგმებლობის ასაცილებლად დანიშნეთ.დღეს ხალხის, ოპოზიციის, რომელიც თქვენ ვერ მოკალით და მედიასაშუალებების წინაშე, თქვენ შიშველი ხართ, ყოველდღიურად იგებთ ხალხისგან, რომ თქვენ ხართ ქურდი, იპარავთ ადამიანების ქონებას. კარგად დაფიქრდით შეძლებთ თუ არა იმ რეიტინგით, რომელიც ახლა გაქვთ, „რუსთავი 2"-თან წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების მიღწევას“, - განაცხადა თარგამაძემ.