,,გაზპრომთან" მოლაპარაკების წინააღმდეგ აქციაზე ღობეზე პოსტერების გაკვრისთვის დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს, საკრებულოს დეპუტატი დავით ზურაბიშვილი.
"რაის ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის? შსს, ხომ კარგად ხართ მანდ? დაუყონებლივ გაათავისუფლეთ სამივე! და თუ დაკავებაა, ვინც ეს იდიოტური ბრძანება გასცა, ის უნდა დააკავო პირველ რიგში",- წერს დავით ზურაბიშვილი
ცნობისთვის, ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, ლექსო მაჭავარიანი, სალომე ხვადაგიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც თვითმმართველი ორგანოს იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.