მანჩესტერ იუნაიტეტისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ერიკ კანტონამ გაიხადა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჟურნალ Elle-სთვის შიშველმა იპოზიორა. ჟურნალის გარეკანზე 49 წლის სპორტსმენი 38 წლის მეუღლესთან, რადიშა ბრაკნისთან ერთად არის აღბეჭდილი, თუმცა ქალბატონი ბრანკი ქმრისგან განსხვავებით, წითელ პალტოში გამოწყობილი პოზირებს.