16 წელს მიღწეულმა პირებმა ქორწინება შესაძლოა მხოლოდ სასამართლოს თანხმობით შეძლონ, მხოლოდ ისეთი მიზეზით, როგორიცაა ორსულობა და ბავშვის გაჩენა. პარლამენტი სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს. ინიციატივის თანახმად, მშობლებს არასრულწლოვანების ქოწინებაზე გარიგების უფლება აღარ ექნებათ.