საქართველოში ჩინეთის დელეგაციის სტუმრობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე ჩინეთს სტუმრობს. დავით უსუფაშვილი აზიური პოლიტიკური პარტიების აბრეშუმის გზის თემატური კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდა. უსუფაშვილი ინიციატივით გამოვიდა, შეიქმნას სამდივნო ან ცენტრი ან მუშაობა გაგრძელდეს აზიური პოლიტიკური პარტიების კონფერენციის ქოლგის ქვეშ, რაც იქნება მომავალში იმის გარანტი, რომ მსგავსი ღონისძიებები გაგრძელდება და მასში აქტიურად იქნებიან ჩართულნი მონაწილე ქვეყნების პოლიტიკური პარტიები. Aამას გარდა, უსუფასვილმა პარტიებს კონფერენციის შედეგების შემაჯამებელ დოკუმენტზე ერთობლივი ხელმოწერაც შესთავაზა.