ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს რუმიანა ბაჩვაროვას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა, რეგიონალური უსაფრთხოებისა და უმაღლეს დონეზე ვიზიტების გაცვლის საკითხები. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა რუმიანა ბაჩვაროვას ბულგარეთის რესპუბლიკის მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, რუმიანა ბაჩვაროვამ დაადასტურა ბულგარეთის რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და წარმატება უსურვა ქართულ მხარეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში. რუმიანა ბაჩვაროვა 14-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით იმყოფება საქართველოში. იგი შეხვედრებს მართავს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.