ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იუვალ ფუქსის განცხადებით, საქართველოს ნოემბერში ისრაელის პარლამენტის სპიკერი ეწვევა
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ელჩმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფარგლებში, უახლოეს მომავალში დაგეგმილი ვიზიტების შესახებ ისაუბრა.
"ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტზე ისრაელში, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. ასევე, ისრაელის პარლამენტის სპიკერი ეწვევა საქართველოს ნოემბერში. ეს იქნება ისრაელის პარლამენტის სპიკერის პირველი ვიზიტი ბოლო წლების განმავლობაში. ამიტომ განიხილება მთელი სპექტრი საკითხებისა, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის, იქნება ეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება თუ ასე შემდეგ", - განაცხადა იუვალ ფუქსმა.
მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს ორმხრივი კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის სხვადასხვა საკითხებზე.