პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ იწყება. დღევანდელი პლენარული სხდომა 13:00 საათზე იყო ჩანიშნული და დეპუტატებმა პირველი რეგისტრაცია 30 წუთის დაგვიანებით გაიარეს. რამდენიმე წუთის შემდეგ, დეპუტატებმა რეგისტრაცია მეორედ გაიარეს, თუმცა, კვორუმი 76 იყო, სხდომას კი, 73 კანონმდებელი ესწრებოდა.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განაცხადა, დეპუტატთა ნაწილი „აბრეშუმის გზის“ ფორუმს ესწრება.
„იმედი მაქვს, რომ კვორუმის შეკრებას შევძლებთ“, - დასძინა კობახიძემ.
მესამე რეგისტრაცია ათ წუთში ჩატარდება.
ამ მოწვევის პარლამენტში კვორუმის პრობლემა თითქმის ყველა პლენარულ სხდომაზეა.