16 ოქტომბერს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის ეზოში (გუდიაშვილის 7) მარო მაყაშვილის სახელობის ბაღი გაიხსნება.
თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გიწვევთ გამოფენაზე; წარმოდგენილი იქნება მაყაშვილებისა და კოტეტიშვილების საოჯახო ალბომებში შემონახული და ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული დღემდე ნაკლებად ცნობილი მასალები.
თბილისობა 2015 საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
16 ოქტომბერი 18:00 – მარო მაყაშვილის სახელობის ბაღის გახსნა;
22 ოქტომბერი 18:00 – „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“ – საქართველოს დამსახურებული მხატვრის მურთაზ აბაშიძის ნამუშევრების გამოფენა;
27 ოქტომბერი 18 :00 – ეროვნული ბიბლიოთეკის საუწყებო დაცვის თანამშრომლის შემოქმედებითი საღამო.