დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი, რუსეთის მიერ 2008 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ მოქმედებებს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს უწოდებს. სოზარ სუბარის განცხადებით წინა ხელისუფლებამ ვერ გაბედა მიემართა სასამართლოსთვის. დევნილთა მინისტრი განმარტავს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში 2008 წლის ომის გამოძიების მხრივ ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის მოწმეების დაკითხვაც.
„დღეს რა ხდება იმ ტერიტორიაზე, ცხადია ჩვენ ვერ გამოვიძიებთ, მაგრამ ჰააგის სასამართლო იმიტომაც არის ჰააგის სასამართლო, რომ მას აქვს უფრო მეტი ბერკეტი, ვიდრე ეროვნულ ხელისუფლებას და გამოძებას შეუძლია. მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. გახსოვთ, რომ რამდენჯერაც მოვიდა ჰააგიდან მოთხოვნა, როგორ ყვიროდა სააკაშვილი, რომ ეს არ უნდა გავაკეთოთო. და რატომ არ უნდა გავაკეთოთ? არ უნდა დაფიქსირდეს ეთნიკური წმენდა? თუ ჰააგის სასამართლო იქნება პრინციპული, მას არაერთი ქვეყნის პირველი პირი გაუსამართლებია და იგივე ბედი ეწევა ოკუპანტი ქვეყნის პირველ პირსაც“, - განაცხადა სუბარმა.