პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ვერ ხედავს რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის თამაზ ურთმელიძის აცილების აუცილებლობას. კახიანი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება თავად მოსამართლის მისაღებია.
ოპოზიცია კი საქმეს პოლიტიკურ პროცესს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება სასამართლოსა და მედიაზე ზეწოლას აქტიურად აწარმოებს.
„რუსთავი 2-თან დაკავშირებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ დღევანდელი მთავრობა აწარმოებს ფართომასშტაბიან შეტევას არამხოლოდ მედიაზე, არამედ სასამართლოზე. მას უნდა დაიქვემდებაროს როგორც სასამართლო, ისე მედია და ბუნებრივია ეს სცილდება ამ ორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის პრობლემას. ეს არის დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს მორღვევა,“ - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი.