არასაპარლამენტო ოპოზიცია რუსთავი 2-ის დაცვას ქვეყნის დემოკრატიის დაცვას უწოდებს. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე პაატა დავითაია აკეთებს.
„ცალსახად ჩანს, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, აქედან გამომდინარე მოსამართლის აცილება ავტომატურ რეჟიმში უნდა მოხდეს ანუ თვითონ უნდა მისცეს აცილება, თუ ეს ასე არ მოხდა კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი ამ საქმის პოლიტიკურ მოტივს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ რუსთავი 2-ის პოლიტიკა იყოს დაცული, რადგან ეს არის ქვეყნის დემოკრატიის პოლიტიკის დაცვა,“ - აცხადებს პაატა დავითაია.