მოსამართლე ურთმელიძის მიერ გამოტანილ განაჩენს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, - განაცხადა გადაცემა არჩევანში ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ.
მანანა კობახიძე სოფელ დიღმის საქმეს იხსენებს, რომლის განაჩენსაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ამ საქმის მოსამართლეც თამაზ ურთმელიძე იყო.
„მაგალითად, სოფელ დიღმის მიწების საქმე, როდესაც ვანო მერაბიშვილის და ჯაბა ებანოიძის ინტერესებით სოფელი დიღმის მოსახლეობას მიწები ჩამოართვეს. ამ სასამართლო პროცესის დროს 2 ადამიანი გარდაიცვალა. 2 მიცვალებული მიიღო ამ საქმემ შედეგად. მაშინ თქვას, რომ ეს საქმე იყო შეკერილი, იყო ვანო მერაბიშვილის ინტერსებში და რომ ეს მოსამართლე იყო მაშინაც პროკურატურის გავლენის ქვეშ,“ - აცხადებს მანანა კობახიძე.
კობახიძე რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, მიმართავს და მოუწოდებს, გამოვიდეს საჯარო განცხადებით და თქვას, რომ თამაზ ურთმელიძე წინა ხელისუფლების დროსაც იყო პროკურატურის გავლენის ქვეშ მყოფი მოსამართლე.