2015 წლის 13 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე შეხვდა საქართველოში კვიპროსის რესპუბლიკის ელჩს (რეზიდენციით ათენი) კირიაკოს კენევეზოსს, რომელიც საქართველოს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მიზნით ეწვია.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და კვიპროსს შორის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს და განხილულ იქნა თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივები. გიგი გიგიაძემ კვიპროსელ დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული ინტეგრაციის მიმართულების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.