პარლამენტი 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს იწყებს. რეგიონებში პარლამენტის, სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაემგზავრებიან.
პირველი საჯარო განხილვა დღეს 12:00 საათზე თელავში იგეგმება.
შეხვედრები ასევე დაგეგმილია ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, გორში, რუსთავში, დუშეთსა და ახალციხეში.