საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე რეგიონებში არსებული მდგომარეობა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. ღარიბაშვილი კახეთში ჩატარებული რთველის შედეგებით დაინტერესდა და ინფორმაცია რაჭაში მიმდინარე რთველზეც მიიღო. საუბარი შეეხო რეგიონებში ზამთრის სეზონისთვის მზადების პროცესს. გუბერნატორებთან გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელიც დაესწრო.