პარლამენტში დღეს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, სოზარ სუბარს ელოდებიან. სუბარი პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის გაერთიანებული სხდომის ფარგლებში შედგება. მინისტრის მოსმენას სამთავრობო პროგრამისა და მთავრობის მხრიდან წარმოდგენილი შესაბამისი ანგარიშის ფარგლებში გეგმავენ. ამავე ანგარიშის ფარგლებში შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ. დღესვე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტზეც იმსჯელებენ. 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დარგობრივი ეკონომიკისა და პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზეც განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება.