პარლამენტში განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე იმყოფება. "ჯი-ეჩ-ენ"-ის ინფორმაციით, სანიკიძე განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, ვანო კიღურაძესა და მის მოადგილეს ნუკრი ქანთარიას ხვდება.
შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. როგორც "ჯი-ეჩ-ენ"-ს ქანთარიამ განუცხადა, სამუშაო შეხვედრა იმართება, სადაც მიმდინარე საკითხებზე მსჯელობენ.