ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა უმეტესობა "პანორამა თბილისის" პროექტის წინააღმდეგია.
თბილისში ჩატარებული გამოკითხვისას რესპონდენტთა 71%-მა განაცხადა , რომ სმენია პროექტ "პანორამა თბილისის" შესახებ, 29%-ს კი არ სმენია. აღნიშნული 71%-დან, 32%-ისთვის "პანორამა თბილისი" მისაღებია, 41%-ისთვის მიუღებელი, ხოლო 26%-ს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRCC-საქართველო ატარებს.