ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში მეწყერში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი კარიერთან არსებულ ჯიხურში იპოვეს. გარდაცვლილი 58 წლის ადგილობრივი ოთარ დავითაძეა.
სამაშველო სამძებრო ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს. ადგილზე ამჟამად მუშაობენ გამნაღმველები და ასაფეთქებლებით დატვირთულ ავტომანქანას ეძებენ.
კარიერზე სამუშაოებს კომპანია ,,პრომექსი” აწარმოებდა, რომლის წარმომადგენლებიც მეწყერის ჩამოწოლის ადგილზე ამ დრომდე არ გამოჩენილან.
ადგილობრივი მოსახლოება მომხდარს სწორედ ამ სამუშაოებს უკავშირებს, რომლის შეწყვეტასაც დიდი ხანია ითხოვენ.