საზოგადოებრივი მოძრაობა ,,საქართველო მშვიდობისათვის”, რომელიც პოლიტიკურ გაერთიანებად გარდაიქმნა, რუსთაველის თეატრში დამფუძნებელ ყრილობას ატარებს.
გაერთიანების ხელმძღვანელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით თევზაძე. აცხადებს, რომ ახლად დაფუძნებული პარტია 2016 წლის არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.
გაერთიანება მთავარ მიზნად საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის გაზრდასა და ამომრჩევლის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებას ასახელებს.
"ვაკვირდებოდი 2012 წლის მერე რა მოუტანა იმ არჩევნებმა საზოგადოებას. კი რაღაცეები არის მაგრამ ის, რომ ძირეულად დაეტყოს სახელმწიფოს, ამაში ცაიტნოტში ვართ. არც მე და არც ბევრ მოქალაქეს ეს არ აწყობს,"- განაცხადა დავით თევზაძემ.