დღეს, "თავისუფალი დემოკრატების" საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა, სადაც დელეგატებმა საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის გამგეობის წევრები აირჩიეს, გამგეობის წევრებმა კი, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ გივი რევაზიშვილი აირჩიეს.
რევაზიშვილის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონის ორგანიზაციამ ფაქტობრივად, მთელი საბურთალო მოიცვა და სტრუქტურულად დალაგებულია.
პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, პარტიის მიზანია არჩევნებში გამარჯვება.
,,ჩვენი მთავარი ამოცანაა ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ არაპროფესიონალთა გუნდი. გაჩერებულია ქალაქი, უპატრონოდ არის მიტოვებული. ხორციელდება უკანონო მშენებლობები. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება გავწმინდოთ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ამ არაპროფესიონალი ხალხისგან. გამოვართმევთ ხელისუფლებას "ქართულ ოცნებას" და არავითარ შემთხვევაში არ ჩავუგდებთ "ნაციონალურ მოძრაობას". ჩვენ ვართ ალტერნატიული პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყნის მართვა და პატრონობა", - აღნიშნა პარტიის ლიდერმა.