შეერთებული შტატები და ევროკავშირი რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს ვადას გაუგრძელებენ , ვიდრე მოსკოვი მინსკის სამშვიდობო შეთანხმებას მთლიანად არ შეასრულებს. განცხადება ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა, ამერიკელ სენატორებთან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განაცხადა.
კომიტეტის ხელმძღვანელობამ დღეს მოუწოდა ნატოს წევრ სახელმწიფოებს, აიღონ ვალდებულება შეერთებულ შტატებთან ერთად, რომ მომავალში უკრაინა ისეთივე დაცული იყოს, როგორც დღეს პოლონეთია.
შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2016 წლის იანვრის ბოლომდეა გაგრძელებული.