ირაკლი ბათიაშვილის გახმაურებული განცხადებით, რომ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა იგეგმება, გადაცემა „2030“ დაინტერესდა და აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ექსპერტი, მამუკა არეშიძე მიიწვია.
ექპსერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ არსებული ვერსია სულაც არ არის გამორიცხული, თუმცა დანამდვილებით ვერ დავიწყებთ მტკიცებას, რომ ინფორმაცია ზუსტია.
„ლიკვიდაციის შემთხვევაში იოლი იქნება რევანშის აღება, რადგან ასეთი შეხედულება არსებობს, შეიძლება არსებობდეს ასეთი აზრიც მათთვის, ვისაც უნდა ხელისუფლება შეცვალოს. ძალაუფლება ისეა გადანაწილებული, რომ ამ ვერსიას ვერ გამორიცხავ, კარგი იქნებოდა ძალები ხელისუფლებაში ისე იყოს გადანაწილებული, არ იყოს ჩაბღაუჭებული ერთ კაცზე“, - ამბობს არეშიძე.
არეშიძე აცხადებს, რომ საქართველოს უახლესი ისტორია ასეთ უამრავ მაგალითს იცნობს და პოლიტიკური ძალა, რომელიც რევანშისთვის ემზადება ყოველთვის არსებობდა, არსებობს და იარსებებს.