ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც დღეს დედაქალაქის მერიაში მიმდინარე თბილისის მთავრობის სხდომაზე განიხილავენ სტიქიით დაზარალებულ მეწარმეებს შეეხება.
დავით ნარმანიას განმარტებით, საკითხი უკავშირდება არა მხოლოდ თბილისში 13-14 ივნისს მომხდარ სტიქიას, არამედ ზოგადად ხანძრის, სახლის დაზიანების ან სხვა ფორსმაჟორული ვითარების შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს.
თბილისის მერის თქმით, მათ შეუძლიათ ისარგებლონ დედაქალაქის მერიაში არსებული პროგრამით იაფი სესხის აღებასთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, მეწარმეებისთვის დამატებითი შეღავათები იქნება გათვალისწინებული.