ვიცე-პრემიერი კვირიკაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება. საგარეო საქმეთა მინისტრი ორდღიანი ვიზიტით ბრიუსელში დღეს მიემგზავრება. განხილვის თემა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი და ვარშავის სამიტისთვის მზადება იქნება. დაგეგმილია შეხვედრები ფედერიკა მოგერინისთან, იოჰანეს ჰანთან, ჰერბერტ სალბერსა და სესილია მალმსტრომთან.