ივანიშვილს სურს, რომ "რუსთავი 2" ორ თვეში დახუროს, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გამართულ აქციაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ.
”სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უახლოეს დღეებში, ამის შესახებ მოგვიანებით გეცნობებათ ჩვენი სამოქმედო გეგმის შესახებ, ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვეს და გადაგვიყვანეს ბრძოლის იმ ეტაპზე, სადაც ჩვენი და საზოგადოების უდიდესი ნაწილის დასაცავი ხდება "რუსთავი 2", - განაცხადა ნიკა მელიამ.
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მედიის თავისუფლების მხარდასაჭერად და ქუთაისში დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.