ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მედიის თავისუფლების მხარდასაჭერად და ქუთაისში დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.
აქციაზე იმყოფებიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებიც. შეკრებილებს გიგა ბოკერიამ და ნიკა მელიამ მიმართეს.
ივანიშვილის ბიზნესცენტრთან შეკრებილები სიტყვის თავისუფლებას ითხოვენ და რუსთავი 2-სსოლიდარობას უცხადებენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული 3 პირი პოლიტიკური ნიშნით არიან საპყრობილეში და მათ უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ.
აქცია ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.