,,ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტისგან რეზოლუციის მიღებას ითხოვს, - ამის შესახებ
საკითხი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ დასვა. მისი თქმით, ქვეყანაში ადგილი აქვს შერჩევით სამართალს, რაც ვითარების ესკალაციას ახდენს.
,,ქუთაისში გამართულ აქციისას, დეპუტატ დავით ლორთქიფანიძესთან მომხდარი შეხლა-შემოხლის გამო, აქციის სამი მონაწილე სისხლის სამართლის წესით დააკავეს და ორი თვით დააპატიმრეს, მაშინ როდესაც მსგავსი რეაგირება არ მოჰყოლია ოპოზიციონერ დეპუტატებზე - გიორგი ღვიანიაშვილზე, ჩიორა თაქთაქიშვილზე, ნუგზარ წიკლაურზე განხორციელებულ თავდასხმას. თუ ადრე რამე არ მოგწონდათ, იმაზე უარესს თქვენ ნუ გაიმეორებთ. ივანიშვილის მმართველობა ქვეყნას ძვირი უჯდება. მივდივართ სამოქალაქო კონფრონტაციისკენ", - განაცხადა გიორგი ბარამიძე.