თბილისის მერის განცხადებას, რომ საკრებულოში მისვლას არ აპირებს, ნაციონალურ მოძრაობაში უპასუხისმგებლოს უწოდებენ.
საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, სევდია უგრეხელიძის თქმით, მერიაში საკადრო ცვლილებები რეალურად იყო დაგეგმილი, თუმცა ამ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ დედაქალაქის ხელმძღვანელობამ საკითხი დროებით გადადო.
"ქართული ოცნების ცხოვრება და მოღვაწეობა ერთადერთ მიზანს ემსახურება, ყველაფერი ნაციონალური მოძრაობის საპირისპიროდ, ჯინაზე გააკეთონ,“-განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები კი თბილისში დაბრუნებულმა დავით ნარმანიამ არ დაადასტურა და ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს ოპოზიციის მოთხოვნის გათვალისწინებას და საკრებულოში მისვლას.