თალიბანმა ავრანეთში კიდევ ერთი რაიონი აიღო. მასირებული იერიშების შედეგად რადიკალებმა საკუთარ კონტროლს ვარდაჟის პროვინცია დაუქვემდებარეს. სამთავრობო ძალები თალიბებს წინააღმდეგობას 2 დღის განმავლობაში უწევდნენ, თუმცა საბოლოოდ პოზიციები დათმეს. შეტაკებები გრძელდება კუნდუზშიც, რომელიც თალიბებმა 2 დღის წინ აიღეს, თუმცა კონტრშეტევის შედეგად უკან დაიხიეს.