პრეზიდენტი გაეროში პრემიერ-მინისტრის გამოსვლას მიესალმება. გიორგი მარგველაშვილმა ღარიბაშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. “მივესალმები გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოში ევროატლანტიკური კურსის, დემოკრატიული ღირებულებების, ეკონომიკური თავისუფლებისა და მმართველობითი ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერას", - ნათქვამია განცხადებაში.