რუსულმა ჯარებმა დნესტრისპირეთი უნდა დატოვონ. ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა.
„ჩვენ კვლავაც კატეგორიულად მოვითხოვთ დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების გაყვანას და რეგიონის კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებას. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთზე ზეწოლას გაააქტიურებს,“-აღნიშნა ვალერი სტრელეცმა.