ჯონ მაქქეინს მოსკოვისა და თეირანის არ სჯერა. ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა კონგრესში გამოსვლისას განაცხადა.
„თავი უნდა მოიტყუო, რომ დაიჯერო, თითქოსდა რუსეთი და ირანი სირიის კონფლიქტის დარეგულირებით არიან დაინტერესებულნი. ისინი მხოლოდ სირიის სისხლიანი რეჟიმის შენარჩუნებას ცდილობენ. დროა პრეზიდენტმა ობამამ ახალი რეალობა გაათვიცნობიეროს და ამერიკის ლიდერობა მსოფლიოში აღადგინოს,“-აღნიშნა მაქქეინმა.