დღეს, 1-ელ ოქტომბერს, 09:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. რეგიონული უთანასწორობის დაძლევის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველად ტარდება და მას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მასპინძლობს. კონფერენციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გახსნის.
ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი.