ქვორუმის არ არსებობის გამო საპარლამენტო სესია ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. უმრავლესობა ქვორუმთან დაკავშირებულ პრობლემებს დეპუტატების მივლინებაში ყოფნით ხსნის.
სესიის დაწყებამდე გაიმართა პარლამენტის ბიურის სხდომა, სადაც ბიუროს წევრები მიმდინარე კვირას განსახილველ საკითხებზე შეთანხმდნენ.
ბიუროზე უმცირესობამ მინისტრებთან სეხვედრის საკითხი გააჟრერა. სერგო რატიანმა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს იმ მინსიტრების სია გადასცა, ვინც დეპუტატებს ჯერ არ შეხვედრია.
„გასავლელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა კრიმინოგენული ვითარების გაუარესება, ლარის კურსთან დაკავშირებით, ასევე რთველთან დაკავშირებით საყდრისთან დაკავშირებით გიორგაძის მოსვლა. მინისტრები ფაქტობრივად 2013 წლის მერე არ მოსულან უმცირესობასთან შესახვედრად“, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სერგო რატიანმა.
უმრავლესობის წარმომადგენელმა ანი მიროტაძემ განაცხადა, რომ „პარლამენტი არის ყველაზე მაღალი ტრიბუნა, სადაც დეპუტატების შეკითხვებს პასუხობენ მინისტრები არ თავისთვის, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოებამ უფრო მეტი ინფორმაცია გაიგოს“.