საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტრასბურგში იმყოფება. მინისტრი დღეს ვენეციის კომისიის პრეზიდენტსა და ევროსაბჭოს თავმჯდომარეს ხვდება. წულუკიანის მინისტრის ვიზიტი საქართველოს თემაზე მომზადებულ რეზოლუციის მიღებას ემთხვევა .
”მთავარი მიზანი ჩემი არის ის რომ არავის არ მივცე საშუალება გააკრიტიკოს ქართველი მოსამართლე ევროპულ დონეზე, გააკრიტიკოს ქართული მართლმსაჯულება , უსაფუძვლოდ გააკრიტიკოს ის რეფორმები რომელსაც ჩვენს მთავრობას მიყავს სამართლებრივ სფეროში“, - აცხადებს იუსტიციის მინისტრი.
მინისტრის თქმით, მისი ვიზიტის მთავარი მიზანია ევროსობჭოს ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია.
„მთავარი მიზიანია, რომ ევროსობჭოს ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია. რეზოლუციის ტექსტს კენჭს უყრიან ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების დეპუტატები და ამ კენჭისყრაზე ზემოქმედება არ ძალუძს არცერთ აღმასრულებელ ხელისუფლებას. მაქვს ჩემი მიზნები, რომ ვიღაცებს არ მივცე საშუალება ევროპაში საქართველოს შეუქმნან ცუდი რეპუტაცია”, - განაცხადა თეა წულუკიანმა .