საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეიხ ხალიდ ბინ აჰმედ ალ-ხალიფას შეხვდა.
მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და ბაჰრეინს შორის თანამშრომლობის განვითარების მზარდი პერსპექტივები განსაკუთრებით ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის მიმართულებით. კოლეგამგიორგი კვირიკაშვილი ბაჰრეინში მიიწვია, გამოითქვა მზადყოფნა ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწეროს ცალკეულ ორმხრივ ხელშეკრულებებს. მინისტრებმა დაადასტურეს მაღალი დონის ვიზიტებისგაცვლის აუცილებლობა.