საქართველოსა და ევროკავშირის ერთიან სისტემას შორის თანამშრომლობის შეთანხმება წლის ბოლომდე გაფორმდება. ამის შესახებ ცნობილი საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და ევროჯასტის პრეზიდენტის შეხვდრისას გახდა.
ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში წულუკიანი ნიდერლანდების სამეფოს სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრებს შეხვდა და მათ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრმა იმ რეფორმებზეც ისაუბრა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ვიზა-ლიბერალიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ახორციელებს.