საქართველოს პრემიერ- მინისტრი ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. ირაკლი ღარიბშვილმა ამერიკული კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნო.
პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროპას და აზიას შორის უმოკლესი სავაჭრო გზა საქართველოზე გადის. ღარბაშვილმა საქართველოში უცხოური ინვესტიციების ზრდაზეც ისაუბრა, თუმცა იქვე დასძინა, რომ დოლარის გამყარებამ ქვეყანაში გარკვეული პრობლემები წარმოქმნა.
პრემიერ-მინისტრი უმსხვილესი ამერიკული სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებსაც. ეკონომიკურ თემებთან ერთად საუბარი რეგიონში არსებულ პოლიტიკურ რისკებსაც შეეხო.