საქართველო არ უნდა დაივიწყონ, რადგან ხვალ შესაძლოა უკრაინაც დაივიწყონ. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ნიუ იორკში საგარეო ურთიერთობათა საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ბოლო პერიოდში ამერიკულ პრესაში საქართველოს თემატიკა თითქმის არ შუქდება და რომ საქართველო ამერიკული რადარებიდან გაქრა. ამ მოსაზრებას მარგველაშვილიც დაეთანხმა. პრეზიდენმა შეხვედრაზე ნატოში ინტეგრაციაზე, რუსეთთან ურთიერთობებზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, ეკონომიკურ მდგომარეობასა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.