სამი დღის მანძილზე, გადაწყვეტილების მიმღები ყველა პირი სხვა კონტინენტზეა წასული, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ახალი პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბება დაანონსა.
„შთაბეჭდილება მრჩება, რომ ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის მართვა ეხებათ, ცოტა არასერიოზულად უყურებენ საკითხს. შორს არ წავალ დასაბუთებისთვის, ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ამ სამი დღის მანძილზე გადაწყვეტილების მიმღები არცერთი პირი სახელმწიფოში არ იმყოფება. პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი სხვა კონტინენტზეა წასული. პრემიერი, გადამწყვეტი პირი აღმსრულებელ ხელისუფლებაში, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად წასულია სხვა კონტინენტზე. ორი დღის წინ საქართველოდან გაემგზავრნენ თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი. მე არ ვიცი, ეს კიდევ სად ხდება თუ არა, ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფოში დღეს რომ რამე საგანგებო სიტუაცია შეიქმნას, არ არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ადგილზე მიიღოს სერიოზული გადაწყვეტილება და მისი აღსრულება დაიწყოს. ასეთი მაგალითების მოყვანა უამრავი შეიძლება სხვადასხვა სფეროებიდან”, - განაცხადა თევზაძემ.