ინტერპარტიული კომისიის შექმნის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროს სხდომაზე ,,თავისუფალმა დემოკრატებმა” დაარეგისტრირეს. ფრაქციის წინადადებას მხარს უჭერს ,,ნაციონალური მოძრაობა” და არასაპარლამენტო ოპოზიცია.
„შეიქმნას ინტერპარტიული ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს იმ რეფორმებზე, რომელიც არის გასატარებელი საარჩევნო კოდექსის მხრივ და საარჩევნო სისტემის მხრივ. დღეს შექმნილია ვითარება, როდესაც ცალ მხარეს არის მთელი პოლიტიკური სპექტრი და მეორე მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ახირებები,“ - განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან თარხნიშვილმა.
ინიციატივის თანახმად, პარტიები საარჩევნო სისტემის საფუძვლიან რეფორმირებას ითხოვენ, რასაც მმართველი გუნდიდან პასუხობენ, რომ ამ ეტაპზე ცვლიელბების განხორციელბა დროული არ არის.